HTML / CSS კურსი

ყურადღება 📢

HTML / CSS -ის უფასო კურსზე (#2-FR) რეგისტრაცია დაიწყო! 💻🚀✨

კურსი დაიწყება 2021 წლის 11 ნოემბერს ხუთშაბათ საღამოს, თბილისის დროით 20:00 საათზე

კურსი ჩატარდება ყოველ ხუთშაბათ საღამოს, თბილისის დროით 20:00 საათზე

სულ 11 შეხვედრა

ერთი შეხვედრის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 2 საათი და 30 წუთი:

  • ერთი საათი ლექცია – ნაწილი I
  • 15 წუთი შესვენება
  • ერთი საათი ლექცია
  • 15 წუთი შეკითხვა – პასუხი ნაწილი II

მეხუთე შეხვედრის მეორე ნაწილი (ერთი საათი) პრაქტიკული სამუშაო

მეათე შეხვედრის მეორე ნაწილი (ერთი საათი) პრაქტიკული სამუშაო

მეთერთმეტე შეხვედრა ტესტირება

კურსის ბოლოს გადმოგეცემათ პერსონალური ნომერი, რომლის გადამოწმებაც მოხდება სპეციალურ საიტზე, სადაც ნომრის შეყვანის შედეგად გამოვა შეტყობინება რომელიც დაადასტურებს რომ თქვენ ნამდვილად გაქვთ გავლილი კურსი (-ები) ჩვენთან.

კურსი ჩატარდება Skype-ის საშუალებით ქართულ ენაზე.

იმისათვის რომ შეძლოთ კურსზე დასწრება აუცილებელია:

  1. გაგაჩნდეთ პერსონალური ან პორტატული კომპიუტერი (ასევე მისაღებია პლანშეტი კლავიატურითა და მაუსით);
  2. კომპიუტერში უნდა იყოს ჩატვირთული Windows-ის ტიპის ან Unix-ზე დაფუძნებული (Linux, Mac OS და ა.შ.) ოპერაციული სისტემა;
  3. კომპიუტერი დაკავშირებული უნდა იყოს ინტერნეტთან;
  4. ინტერნეტის ჩამოტვირთვის (Download) და ატვირთვის (Upload) სიჩქარე უნდა იყოს მინიმუმ 4 მეგაბიტი წამში (mbps) (როგორ შევამოწმო ინტერნეტის სიჩქარე: ვიდეო გაკვეთილი, ინტერნეტის სიჩქარის შესამოწმებელი: ბმული);
  5. კომპიუტერი და ინტერნეტი უნდა მუშაობდეს გამართულად;
  6. გაწევრიანდეთ Skype ჯგუფში: ბმული
  7. გაწევრიანდეთ Facebook ჯფუფში: ბმული

შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა სრულად:

შენიშვნები:

  1. მიმდინარე კურსს შესაძლებელია დაესწროს მაქსიმუმ 50 სტუდენტი;
  2. მიმდინარე (#1-FR) უფასო HTML / CSS -ის უფასო კურსის სტუდენტები ვერ შეძლებენ ამ კურსზე დასწრებას;

ხშირად დასმული კითხვები:

  1. რისთვის არის საჭირო პირადი ნომერის მითითება:

პასუხი:

  • პირადი ნომერი არის ჩვენს მონაცემთა ბაზაში სტუდენტის ძირითადი იდენტიფიკატორი;
  • პირადი ნომერი გვაძლევს საშუალებას შევძლოთ იდენტიფიცირება სტუდენტის, რათა ვერ დაესწროს ერთი და იგივე თემარიტიკის კურსს უფასოდ ერთზე მეტჯერ;
  • კურსის დასრულების შემთხვევაში გადმოცემული იდენტიფიკატორი რომელიც დაადასტურებს იმას რომ თქვენ გავლილი გაქვთ ჩვენი კურსი, დაკავშირებულია სტუდენტის პირად ნომერთან;

2. რატომ Skype (და არა Zoom, Google meet და ა.შ.):

პასუხი:

  • ლექციაზე უფასოა 50 ადამიანის ერთდოულად ონლაინ ჩართვა
  • ლექციის ჩატარების დრო არის შეუზღუდავი
  • ლექციის შემდეგ Skype ჯგუფში ზიარდება გაკვეთილის ჩანაწერი 30 დღით და ასევე სხვა მასალებიც
  • ლექციის და არა მხოლოდ ლექციის დროს იმართება დისკუსია მიმოწერის საშუალებითაც QA (მიმოწერა ინახება მუდმივად)
  • ლექციაზე შესაძლებელია როგორც ვებ-ბრაუზერით ასევე თითქმის ყველა სხვა ოპ. სისტემის საშუალებით და მოწყობილობით (კომპიუტერი, ტელეფონი, პლანშეტი და ა.შ.) დასწრება

ცნობისათვის: ამჟამად, მიმდინარე HTML / CSS უფასო კურსს დამწყებთათვის (#1-FR) ესწრება 15-ზე მეტი ადამიანი.

შეიძლება დაგაინტერესოთ შემდეგმა სოციალურმა გვერდებმა:

  1. Facebook ჯგუფი: IT Jobs Georgia
  2. Facebook გვერდი: GOLDMAN.GE
  3. Youtube არხი: GOLDMAN.GE