დროის მართვის კურსი, გაკვეთილი 3: 72 საათი

სანამ გავეცნობით ჩვენი კურსის დანარჩენ პრინციპებს, საჭიროა რომ გავითავისოთ ერთი წესი, რომელიც დაგვეხმარება სწორად ვისწავლოთ სამომავლოდ ყველა დანარჩენი პრინციპი.

ადამიანებმა, რომლებმაც ეს წესი არ იციან უშვებენ ხშირად შეცდომებს, რის შედეგადაც კარგავენ ძალიან დიდ დროს.

ყოფილა თუ არა თქვენი ცხოვრების განმავლობაში ასეთი ან მსგავსი შემთხვევა?

შესაძლოა თქვენ კითხულობთ რაიმე წიგნს, გადიხართ რაიმე კურსს ან რაიმე ტრენინგს და ფიქრობთ როცა ყველაფერს დაასრულებთ, ამის შემდეგ დაიწყებთ წიგნში, კურსში თუ ტრენინგში მოცემული / შესწავლილი საკითხების პრაქტიკაში გამოყენებას. მართლაც, ასრულებთ კონკრეტული წიგნის კითხვას, კურსის შესწავლას თუ ტრენინგებს, ამის შემდეგ გადის რაღაც დრო და ხვდებით რომ იმ კურსიდან თქვენ ვერაფერი ვერ გაითავისეთ რეალურ ცხოვრებაში, ერთი სიტყვით ის, რაც ისწავლეთ უბრალოდ დაიკარგა, გაქრა ან  ძალიან ბევრი შესწავლილი წესიდან თუ ტექნიკიდან იყენებთ მხოლოდ ერთს ან ორს, რომელსაც ისეთი ეფექტი არ აქვს როგორსაც მოელოდით.

უმეტეს შემთხვევაში ჩვენი ცხოვრების განმავლობაში სწორედ ასე ხდება, ჩვენ ვსწავლობთ რაღაც საინტერესოს და ვფიქრობთ სწავლის დასრულების შემდეგ დავიწყებთ მის გამოყენებას პირად ცხოვრებაში, თუმცა დასრულების შემდგომ საერთოდაც არ ვსარგებლობთ იმ ცოდნით რაც ჩვენ მივიღეთ სწავლისას.

აშშ-ში 2000-იანი წლების დასაწყისში ჩატარდა კვლევა, რის შედეგადაც დაამტკიცეს რომ, თუ ადამიანი 3 დღის  განმავლობაში ახალი ტექნიკის სწავლის შემდეგ არ დაიწყებს მის გამოყენებას პრაქტიკაში, 3 დღის შემდეგ ძალიან იშვიათია რომ ეს მან გააკეთოს.  ადამიანების დაახლოებით მხოლოდ 1 %  იწყებს 3 დღის შემდეგ პრაქტიკაში წინათ შესწავლილი კურსის ტექნიკების გამოყენებას.

სწორედ აქედან გამომდინარე, თუ თქვენ გინდათ რომ კურსს რომელსაც ახლა სწავლობთ უფასოდ, მისგან მიიღოთ სწორი შედეგი, მასში მოცემული ტექნიკების / წესების გამოყენება პრაქტიკაში აუცილებლად დაიწყეთ ყოველი გაკვეთილის / ტრენინგის დასრულების შემდეგ.

ესე იგი, ვითავისებთ წესს „72 საათი“, რომელიც ნიშნავს, რომ ნებისმიერ საკითხს რომელსაც ჩვენ ვსწავლობთ ტექნიკის / წესის სახით, მის გამოყენებას პრაქტიკაში ვიწყებთ აუცილებლად 72 საათის განმავლობაში.

შეიძლება დაგაინტერესოს: