ოპერაციული სისტემები: შესავალი

მოგესალმებით…

ოპერაციული სისტემა არის პროგრამული ფუნდამენტი, რომელსაც ვიყენებთ ჩვენ ყოველ დღე, მათ გარეშე კომპიუტერები, ტელეფონები, ბანკომატები, მაცივრები თუ სხვადასხვა ტიპის მოწყობილობები ვერ იქნებოდა ასეთი მოქნილი და მარტივად სამართავი.

ოპერაციული სისტემები პროგრამების საშუალებით აკავშირებენ რკინის მოწყობილობებს ერთმანეთთან.

მაგალითად ღილაკებს კლავიატურასთან, კლავიატურას კი სისტემურ ბლოკთან.

კურსი ეძღვნება მთავარ პრინციპს, რომელიც ჩადებულია ოპერაციული სისტემის დიზაინში, ჩვენ გავიგებთ ასევე რატომ შექმნეს ოპერაციული სისტემები, რა პრობლემებს გადააწყდნენ ინჟინრები, როგორ გადაჭრეს ისინი და როგორ აგრძელებენ მათ გადაჭრას, როგორ იყენებს სისტემა კომპიუტერის რესურსებს, რა არის ვირტუალური მეხსიერება, thread-ბი და multithreading, როგორ ვებრძოლოთ deadlock-ებს და მეხსიერების სეგმენტაციას, რისთვისაა საჭირო semaphore-ბი და ერთი პროცესორისგან როგორ შეიძლება შეიქმნას მრავალი multitasking ილუზია.

              ჩვენ დავიწყებთ კომპიუტერის სტრუქტურის ზოგადი მონახაზის სახით შესწავლას, პროცესორი, მეხსიერება, პროცესორის რეგისტრები, შემდეგ გავეცნობით ოპ. სისტემების ევოლუციას ბოლო ათწლეულების განმავლობაში, დავკავდებით იმის შესწავლით თუ ოპერაციული სისტემები როგორ წარმოადგენენ და გადაამუშავებენენ პროცესებს, როგორი მონაცემების სტრუქტურა და მექანიზმი გამოიყენება ამისათვის, პროცესებიდან ჩვენ გადავალთ thread-ზე და ძირითად ხრიკებზე რომლებიც აუცილებელია იმისათვის რომ ერთდროულად იმუშაონ დიდი რაოდენობით დავალებებმა შეზღუდულ რესურსებზე. გამომდინარე აქედან შევეჯახებით გარკვეული ტიპის პრობლემებს და შევეცდებით მათ გადაჭრას. გავითავისებთ აბსტრაქციის აუცილებლობას და გავაგრძელებთ აბსტრაქციის ფენის რკინაზე დამატებით. პროცესორში ელექტრონული სიგნალებიდან მივალთ ფაილების ქეშირებამდე და buffer-ებამდე.

დარწმუნებული ვარ ეს თქვენ მოგეწონებათ.

შეხვედრამდე!

შეიძლება დაგაინტერესოს: