მოჰკლა ფუტკარი

დიახ! შესაცოდებელია მუშა ფუტკარი რომელიც უსაქმო კაცმა მოჰკლა.

თუ აღმოაჩინეთ მუშა ფუტკარში საკუთარი თავი, თქვენთან შეკითხვა მაქვს:

თქვენივე სურვილით რამდენჯერ დარჩენილხართ სამსახურში, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ საქმისათვის ისე, რომ თან გაგვიანდებოდათ სახლში?

ალბათ უმეტესი თქვენგანის პასუხია ბევრჯერ და დღემდე მსგავსად იქცევით…

ოდესმე გიკითხავთ საკუთარი თავისთვის თუ რატომ იქცევით ასე? თქვენი სამსახურისთვის ხომ მნიშვნელოვანია ჰყავდეს პროდუქტიული და არა გადაღლილი თანამშრომლები?

იცი თუ არა რომ სამსახურში დაღლილი ადამიანი უფრო საფრთხის შემცვლელია ვიდრე მაგალითად მთვრალი?

ზემდგომი მენეჯერის გადმოსახედიდან, უმეტეს შემთხვევაში სამსახურში სამუშაო საათების ამოწურვის შემდეგ საკუთარი სურვილით სამუშაოდ რჩება ადამიანი, რომელიც საკუთარ საქმეს სწორად ან ვერ აკეთებს ან ვერ ასწრებს და თუ მენეჯერია ვერ ანაწილებს საქმეს დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე სწორად.

შენიშვნა: მენეჯერში ვგულისხმობ ადამიანს რომელსაც სადაც მუშაობს იმ სამსახურში ჰყავს დაქვემდებარებული რამოდენიმე ადამიანი. მაგ: ჯგუფის, განყოფილების, დეპარტამენტის და ა.შ. ხელმძღვანელია.

იმისათვის რომ სწორად დაგეგმოთ დრო, უპიველეს ყოვლისა საჭიროა ფლობდეს დროის მართვის ტექნიკებსა და შესაძლებლობებს.

შეიძლება დაგაინტერესოს: