წერილი სტუმარს

მოგესალმები სტუმარო, თუ შენი აქ მოხვედრის მიზეზი ინტერესია, შეისწავლო საინფორმაციო ტექნოლოგიები, მაშინ მე და შენ აუცილებლად გავხდებით (პირველ რიგში) ვირტუალური მეგობრები.
 
წარმოდგენილი უფასო კურსების გაკვეთილებით შევსებას ვანხორციელებ ჩემი დროის შესაბამისი გრაფიკით. რაც ნიშნავს იმას რომ შესაძლებელია კვირის განმავლობაში განვათავსო 1 ან 1 -ზე მეტი გაკვეთილი. წარმოდგენილი გაკვეთილები ახსნილია უმარტივესი მეთოდით, რაც საშუალებას გაძლევთ მარტივად გაითავისოთ და გაათვითცნობიეროთ მასალა, რასაც ნებისმიერი კურსის პირველივე გაკვეთილიდან დაასკვნით.

გადაწყვეტილების მისაღებად ადამიანს, ყოველთვის უჩნდება მსგავსი შეკითხვები:

–  შემიძლია რომ მე ეს?

–  იქნებ სხვა სფეროს შესწავლა უფრო მნიშვნელოვანია?

–  რომ დავიწყო და შემდგომ ვერ გავიგო?

მეც მაწუხებდა დაახლოებით 10 წლის წინ მსგავსი შეკითხვები, მაგრამ სწავლის დაწყებიდან 3 თვეში აბსოლიტურად სხვა სამყარო (და შემოსავლის წყარო) აღმოვაჩინე, რამაც დამარწმუნა იმაში რომ ეს ყოველივე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია პირველ რიგში ჩემთვის, სამომავლოდ როგორც დამოუკიდებელი ადამიანისათვის.

იმედს ვიტოვებ, ძალიან მოკლე დროში თქვენც იგივეს იფიქრებთ ☺

გისურვებთ წარმატებულ სასწავლო პროცესს… დავიწყოთ!